14 ივლისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18224 - ტენდერი ქონების ყველა რისკის (ALL RISK) სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ტენდერს ბანკის საკუთრებაში არსებული და იჯარით აღებული უძრავი და მოძრავი ქონებებისთვის ყველა რისკის (შემდგომში ALL RISK) სადაზღვევო პოლისის შესყიდვასთან დაკავშირებით.
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
ტენდერი ცხადდება 1 კონვერტის პრინციპით.
ბანკი იტოვებს უფლებას შერჩევის დასასრულებლად გამოაცხადოს შესყიდვის დამატებითი ეტაპი - აუქციონის სახით.
გამოცხადების თარიღი: 10 ივლისი 2023 წ
დასრულების თარიღი: 14 ივლისი 2023 წ
საკონტაქტო პირი: ნინო მიქელაძე
ელ.ფოსტა: nimikeladze@bog.ge
ტელ: +995 599 88 43 22
ტერმინთა განმარტება:
- დამზღვევი - სს საქართველოს ბანკი;
- მზღვეველი - ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება;
- სადაზღვევო შემთხვევა - მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
- სადაზღვევო პოლისი / პოლისი - ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სადაზღვევო ლიმიტი / ლიმიტი - თანხა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება;
- სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გაიცემა მზღვეველის მიერ მოსარგებლის სახელზე;
- ფრანშიზა - შესაბამის სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი და რომელიც აკლდება ზარალის ოდენობას;
შესყიდვის საგანი / ინფორმაცია სადაზღვევო ობიექტების შესახებ:
ბანკის ბალანსზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურებას:
- ქონების განადგურება ხანძრით, აფეთქებით და მეხის დაცემით;
- ბუნებრივი კატაკლიზმები: მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი და ა.შ.
- მესამე პირების მიერ განზრახ მიყენებული ზიანი;
- ძარცვა და ყაჩაღობა ჩადენილი შენობაში და მის გარეთ;
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს ლიმიტების ცვლილება თითოეულ კატეგორიაში. ქონებების სრული სიების გაზიარება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
ანგარიშსწორების პირობა:
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება 4 ტრანშად - პირველი ტრანშის გადარიცხვა განხორციელდება 1 წლიანი პოლისების შესყიდვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან 30 საბანკო დღის ვადაში.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- დაინტერესებული კომპანია დარეგისტრირდეს Ariba Network Portal-ზე.
- წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს Ariba Network Portal-ის მეშვეობით.
- წინადადების მოწოდება უნდა მოხდეს სადაზღვევო პრემიის პროცენტული ღირებულების მითითებით, პოლისის თითოეულ შემადგენელ ნაწილზე;
- ტენდერის ფარგლებში, ბანკი გამოითხოვს ფასებს ფრანშიზის 2 სხვადასხვა ვარიანტზე: ძირითადი ვარიანტი უნდა შეივსოს შესყიდვის პლატფორმაზე სპეციალურად გამოყოფილ ველებში;
- დამატებითი ვარიანტის წარმოდგენა უნდა მოხდეს ფასების დანართის საშუალებით. გადმოტვირთეთ პლატფორმაზე განთავსებული ექსელის ფაილი, შეავსეთ და ატვირთეთ ხელმოწერილი დასკანერებული სახით. - კომპანიამ უნდა ატვირთოს ბანკის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანილი “ALL RISK” სადაზღვევო პოლისის პირობები.
- წინადადება ძალაში უნდა იყოს: წინადადების წარგდენიდან 90 დღის განმავლობაში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
- წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით (მათ შორის გაითვალისწინება მოწოდებული ფასი და პოლისის პირობები/დაფარვები).
- წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.
- ტენდერის გახსნის შემდეგ, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ შესაძლოა გამართოს დამატებითი მოლაპარაკებები ერთზე მეტ უდაბლესი ფასის მქონე მონაწილესთან და მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
- შესყიდვის დასრულების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, ტენდერის დასრულების შემდეგ გამოაცხადოს აუქციონი,სადაც მოწვეული იქნება ყველაზე დაბალი ფასის მქონე მინიმუმ 2 კომპანია.
დამატებითი ინფორმაცია:
- სატენდერო განაცხადდთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ სატენდერო განაცხადში მითითებულ საკონტაქტო პირს.
- ბანკი იტოვებს უფლებას ცვლილებები შეიტანოს სატენდერო დოკუმენტაციაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადამდე ნებისმიერ დროს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
სრული დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
თანდართული დოკუმენტაცია:
- დანართი 1: ფასების ცხრილი
- დანართი 2: დასაზღვევი ქონების დეტალური აღწერა
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები