21 ივლისი 2023, 15:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T18300 - ტენდერი ანდროიდ პადის მოდერნიზაციის მომსახურების მიღებაზე
            
        
        - გამომცხადებელი: შპს მეტრო სერვის +
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 17 ივლისი 2023 დრო 13:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივლისი 2023 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ანდროიდ პადის მოდერნიზაციის მომსახურების მიღებაზე.
| მომსახურების დასახელება | რაოდენობა | 
| ანდროიდ პადის მოდერნიზაცია | 1100 | 
გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოს მოდერნიზაცია.
მომსახურების სპეციფიკაცია:
- მოწყობილობიდან აკუმლატორის ამოღება
 - მოწყობილობაში კომპნიის მიერ შეძენილი კომპონენტების მოთავსება, კერძოდ: კონდენსატორი ელექტროლიტური C 16V 47.MF 05X11 105`C და დიოდი 540 BY399-DIV 800V 3A
 - მოწყობილობის ტესტირება
 - გარანტია - მოდერნიზაციიდან 1 თვე
 - ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კვირაში უნდა შეასრულოს 50 ცალი მოწყობილობის მოდერნიზაცია
 
ანაზღაურება, მომსახურების პერიოდი:
- ხელშეკრულება ფორმდება 2024 წლის მარტამდე
 - ანაზღაურება - ყოველი თვის ჭრილში შესრულებული სამუშაოს მიხედვით თვეში ერთხელ.
 
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 21/07/2023 15:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი
ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
 - 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები