
26 სექტემბერი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT184 - ქალებისათვის სამართლებრივი გზამკვლევის ბეჭდვა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
პროექტის დასახელება:
GIZ – კერძო სექტორის განვითარება საქართველოში
პროექტის ნომერი: 11.2197.9-005.00
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად. გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ა.წ. 01.05 დან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლობა საქართველოში შემოსავლების სამსახურის ცნობა ნომერი 652 ის საფუძველზე სარგებლობს დღგ/სგან გათავისუფლებით ჩათვლის უფლებით და შესაბამისად წარმოდგენილი ფასები არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს თანხას
ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 26.09.2014 -ის 18:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ორ ენაზე (ქართული და ინგლისური ან გერმანული).
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ფირმის სრული სახელწოდება
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ტენდერის დასახელება - ბეჭდვა-სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის
- წარწერა “კონფიდენციალურია”
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ბატონ გიორგი ქურდაძეს
გრიბოედოვის ქ. 31
0108 თბილისი
მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 09.2127.0-005.00
და აგრეთვე ნომერი 91082834
პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
ტელ. ნომერი 995 32 2 201805
Eteri.konjaria@giz.de
შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ თორნიკე დარჯანიას
995 32 2 201821
tornike.darjania@giz.de
შეგახსენებთ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 06.10.2014-სთვის.