
25 ოქტომბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1842 - ტენდერი გორგოლაჭებიანი, საოფისე სავარძლების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს გორგოლაჭებიანი, საოფისე სავარძლების შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქტის აღწერა:
- გორგოლაჭებიანი ნაჭრის სავარძელი;
- რაოდენობა - 3000 ცალი.
- წარმოდგენილი უნდა იყოს 1 საჩვენებელი ეგზემპლიარი;
- სავარძელის ფეხი და კანტი სასურველია იყოს შავი ფერის;
- მწარმოებელი ქვეყანა არ უნდა იყოს ჩინეთი და თურქეთი;
- გამარჯვებულ კანდიდატთან მოხდება გენერალური ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც ბანკი მოთხოვნის შესაბამისად, მომწოდებელს პერიოდულად შეუკვეთავს მისთვის საჭირო რაოდენობას;
- პირველი შეკვეთა განხორციელდება 2016 წლის ნოემბერში და ბანკი მომწოდებელს შეუკვეთავს 350 ცალ სავარძელს.
დამატებითი მოთხოვნები:
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ინვოისის სახით, და შემოთავაზებული პროდუქტის(ების) სურათი.
- ერთ მომწოდებელს აქვს შესაძლებლობა შემოგვთავაზოს რამდენიმე ტიპის სავარძელი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების გაკეთებისას, სატენდერო საიტზე 1 ერთეული, თქვენს მიერ შემოთავაზებული ყველაზე იაფი სავარძელის ფასი მიუთითოთ გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ქეთევან ბეროშვილი +995322444444 (ext. 7433).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=651&lang=geo