ჩაბარების ვადა:
6 აგვისტო 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18446 - ტენდერი ელექტრო სამონტაჟო სამუშოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს "აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ტენდერს : ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების მიზნით.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ დასახელებული პროდუქციის სამონტაჟო სამუშაოების შეესაბამისი ღირებულება და შესრულების ვადა.
- შესასრულებელი სამუშოების შესაფასებლად დანართი 3-ში წარმოდგენილა ელ-გაყვანილობების ნახაზები;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მოწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები
- მიწოდების მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ 12 , ლუბლიანას ქ. N.66
- გარანტია : კაბელები - სულ მცირე 3 წელი;
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა გადმოიგზვნოს ელ ფოსტაზე: info@gudushauri.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 06.08.2023
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები