ჩაბარების ვადა:
25 აგვისტო 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T18572 - ტენდერი ააიპ „ ცისარტყელა“ საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლის მოსწავლეებისთვის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
R2 აცხადებს ტენდერს ააიპ „ ცისარტყელა“ საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლის მოსწავლეებისთვის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე.
1. ინფორმაცია შემსყიდველის შესახებ:
ააიპ „ ცისარტყელა“ საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლა (ს/კ 204441069) მდებარეობს მცხეთის რაიონის, სოფელ საგურამოში, მე-9 ქუჩა, მე-12 სახლი, საფოსტო ინდექსი 3311
ჩვენი სკოლა არის ახალგაზრდა, ბავშვები თავისუფალი და პასუხისმგებლობიანი, კოლექტივი მეგობრული.
2. შესყიდვის საგნის დახასიათება და პირობები:
შესყიდვის საგანს წარმოადგენს სწავლის დღეებში მოსწავლეების გადაადგილება დილით - თბილისიდან საგურამოში, ნაშუადღევს საგურამოდან თბილისში.
3. განსაზღვრულია თბილისში 3 შეკრების ადგილი. შეკრების ადგილები და შესაბამისი გასვლის დროები:
- პირველი საბურთალო, მეტროსადგური დელისი (გასვლის დრო 08:30, საგურამოდან გამოსვლის დრო 16:15) (შესაძლოა დაემატოს შეჩერების ერთი/ორი ლოკაცია) (40 მგზავრი)
- მეორე ვერა, ელბაქიძის დაღმართი (გასვლის დრო 08:30, საგურამოდან გამოსვლის დრო 16:15) (შესაძლოა დაემატოს შეჩერების ერთი/ორი ლოკაცია აღმაშენებლის ხეივანში) (45 მგზავრი)
- მესამე მეტროსადგური სარაჯიშვილი (გასვლის დრო 08:30, საგურამოდან გამოსვლის დრო 16:15) (შესაძლოა დაემატოს შეჩერების ერთი/ორი ლოკაცია) (15 მგზავრი)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 25 აგვისტო,18:00 საათი.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
დოკუმენტაცია
ტექნიკური დავალება 21 07
ტექნიკური დავალება 21 07
დანართი 1 - ფასების ცხრილი
დანართი 1 - ფასების ცხრილი
დანართი 2 - ინფორმაცია ასს-ებზე
დანართი 2 - ინფორმაცია ასს-ებზე
ხელშეკრულება - ავტომომსახურება
ხელშეკრულება - ავტომომსახურება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა