ჩაბარების ვადა:

5 სექტემბერი 2023, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T18728 - ტენდერი ავია სააგენტოს მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს  “პროკრედიტ ბანკი” - აცხადებს ტენდერს ავია სააგენტოს მომსახურებაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები (სპეციფიკაცია);
  • სააპლიკაციო ფორმა

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში)

ტენდერის მოთხოვნები:

  • 24/7 მხარდაჭერა
  • ტენდერში მონაწილე ორგანიზაციისთვის სასურველია  IATA-ს წევრობა
  • ანგარიშსწორების პირობები - აუცილებელია შესრულდეს თვეში ორჯერ;
  • ბანკი სარგებლობს თურქეთის ავიახაზების ლოიალურობის პროგრამით ,  შერჩეულ კომპანიას უნდა ჰქონდეს ტექნიკური საშუალება გამოწეროს ბილეთები ამ პროგრამის ფარგლებში.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21
  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 2023 წლის 05  სექტემბერი 16:00 საათამდე

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ
სალომე ნადარეიშვილი
სათაო ოფისი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1100)
ელ.ფოსტაl: salome.nadareishvili@procredit-group.com

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
ელ.ფოსტა: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
  • 60400000 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები