9 ნოემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1887 - ტენდერი დაცვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურებაზე, ბანკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად .
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 2 ნოემბრიდან 2016 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ამირან რობაქიძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*3465)
მობ.:(+995 577) 57 50 06
ელ-ფოსტა: arobakidze@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 9 ნოემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=656&lang=geo