18 სექტემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18924 - ტენდერი სარეკლამო SMS შეტყობინების გაგზავნის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 18 სექტემბერი 2023 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „ ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო SMS შეტყობინების გაგზავნის მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერის პირობები:
- საშუალო ყოველთვიურად გასაგზავნი SMS შეტყობინების რაოდენობაა 15 მილიონი SMS (საშუალო ყოველკვარტალური რაოდენობა- 45 მილიონი SMS);
 - ადგილობრივი ოპერატორების მიმართულებით SMS შეტყობინებების გაგზავნა - სარეკლამო SMS მომსახურება, რომელიც გულისხმობს დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის ელ.ფოსტის მისამართზე მიწოდებული მოკლე ტექსტური შეტყობინების დაგზავნას შემსრულებლის არსებულ ბაზაზე;
 - SMS Off-ის ფუნქცია ყველა ოპერატორთან:
არსებულ ბაზაზე SMS შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი-მოკლე ნომერი, რომელიც შეტყობინების მიმღებს აძლევს შესაძლებლობას უარი თქვას სარეკლამო შეტყობინებების მათ შემდგომ მიღებაზე; - ე.წ. „შავი სიის ბაზის“ მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად:
მიაწოდოს იმ ნომრების ჩამონათვალი, რომლებმაც ერთხელ უკვე განაცხადეს უარი დამკვეთისაგან SMS-ების მიღებაზე (ე.წ. “შავი სიის ბაზა”), ასეთის არსებობისა და შესაბამისი ბაზის ქონის შემთხვევაში; - SMS შეტყობინებების გამგზავნი სერვერი უნდა იყოს მაღალი წარმადობის და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს წამში გააგზავნოს 300 - 400 SMS შეტყობინება;
 - მოთხოვნის შესაბამისად, ადრესატთა მახასიათებლების გათვალისწინებით (ასაკი, სქესი, უბნები/ადგილმდებარეობა) უნდა მოხდეს შეტყობინებების გაგზავნა. ამასთან, ადრესატის მახასიათებლებთან მიმართებით დასაშვებია მცირე ცდომილება, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინება მიღებულ ადრესატთა 3%-ს;
 - ფასები შემოთავაზებული უნდა იყოს ერთეულის მიხედვით, შესაძლებელია რაოდენობების მიხედვით ტარიფების დაყოფა;
 - მომსახურების ვადის ხანგრძლივობა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით.
 
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
 - საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
 - ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
 
ბანკის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #2-ის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ არაუგვიანეს 2023 წლის 18 სექტემბრისა წარმოადგინოთ შემოთავაზება შემდეგ ელ. მისამართზე: tendercommittee@lb.ge
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება.
სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე
სატენდერო კომისიის აპარატი
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
 - 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები