ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1905 - ტენდერი გროვული გამოტუტვის მეთოდით ბარიტის კუდსაცავის გადამუშავების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Gold აცხადებს ტენდერს გროვული გამოტუტვის მეთოდით ბარიტის კუდსაცავის გადამუშავების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენაზე.

პროექტის განხორციელების ვადებია: 20.11.2016-15.01.2017.

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გზშ-ის ანგარიშის მომზადების სფეროში;
  • ძირითადი და დამხმარე პერსონალის/ექსპერტების მონაწილეობა.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა გრაფიკი) და ღირებულება.
  • სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია.
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9.
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისთვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 15.11.2016.