6 ოქტომბერი 2023, 17:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T19076 - ტენდერი 3 ლოტად: თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დასაქმებულის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა, სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს სამ ლოტად:
- ლოტი #1: თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა.
- ლოტი #2: სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დასაქმებულის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა.
- ლოტი #3: სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
აღნიშნული ტენდერები ცხადდება 2023 - 2024 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა 2023 წლის 1 დეკემბრიდან.
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოსპრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატი“ შპსდიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენსქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისოკომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციასსაქართველოში.
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული განფასების ფაილები ფორმატის ცვლილებების გარეშე) რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდისპირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასებიუნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულგადასახადებს (მათ შორის დღგ).
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა პირობა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულფაილებში.
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზეtenders.ge
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღებისთარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭიროდოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც განიხილავთ სატენდერო მოთხოვნების შევსებისას, გთხოვთ წარმოადგინოთ დამატებითი დოკუმენტის სახით.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც სამივე ლოტში, ასევე რომელიმე მათგანში ცალკეულად;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ინფორმაცია ელექტრონული ტენდერში მონაწილოების შესახებ:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 ოქტომბერი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრებისპროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: თამრი იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11
შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები