29 სექტემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T19134 - ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ'' აცხადებს ტენდერს ავეჯის შესყიდვაზე.
მიზანი:
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ტენდერის პროცესში მონაწილე კომპანიებს (შემდგომში პრეტენდენტი) განუმარტოს სს “სადაზღვევო კომპანია იმედი ელ”-ის (შემდგომში კომპანია) მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.
- კომპანია სთავაზობს პრეტენდენტ/ებ/ს მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ოფისებისთვის ავეჯის შესყიდვაზე. გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით.
- ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან ხელშეკრულებას გააფორმებს: სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ და სს „ვიანი".
შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2023 წლის 29 სექტემბრის 18:00 საათისა;
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები;
- ტენდერის ფარგლებში შესაძლებელია მოხდეს რამოდენიმე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება;
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში;
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა;
- გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია;
- გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც;
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
ტენდერის ეტაპები | ვადა |
ტენდერის გამოცხადება | 25 სექტემბერი 2023 წ. |
სატენდერო წინადადებების მიღება | 29 სექტემბერი 2023 წ. |
გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა | 06 ოქტომბერი 2023 წ. |
ხელშეკრულების გაფორმება | 10 ოქტომბერი 2023 წ. |
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ისთვის.
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.
გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.
შემოთავაზება:
- შერჩევა ტარდება წინამდებარე დოკუმენტის, დანართი #1 -ით და დანართი #2-ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად;
- პრეტენდენტმა შეკვეთის დაწყებამდე უნდა განახორციელოს ოფისების აზმოვითი ნახაზების შედგენა;
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ავეჯის დამზადების,მოწოდების და მონტაჟთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს;
- ფასები უნდა მოიცავდეს თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს;
- შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადს;
კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
- გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
- მომსახურების შესრულების ვადა;
- კომპანიის გამოცდილება;
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
- რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
- დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
- ფასების ცხრილი (დანართი #1 და დანართი #2-ის მიხედვით);
- შემოთავაზებული პროდუქციის დეტალური მახასიათებლები და სპეციფიკაცია;
- რეკომენდატორი კომპანიების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია;
კონფიდენციალობა:
შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
დანართი:
დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- დანართი 1
- დანართი 2
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 29 სექტემბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: procurement@imedil.ge
მობილური : 599 11 04 81
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი