11 ოქტომბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19235 - ტენდერი დაბა მანგლისში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ტენდერს დაბა მანგლისში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შესყიდვაზე.
#04/10-Manglisi-23
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1; დანართი N2)
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მისამართი:
- დაბა მანგლისი, დიდგორის ქუჩა N1
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
შესასყიდ მასალებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტები, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N3; დანართი N4).
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „დაბა მანგლისში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შესყიდვა“ და ნომერი - #04/10-Manglisi-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენ კოლეგას, ბატონ შალვა მჭედლიძეს, ტელ: 577 59 59 38
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 11 ოქტომბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
შენიშვნა: პრეტენდენტს აქვს უფლება წარმოადგინოს წინადადება როგორც ორივე (ალუმინი და მეტალოპლასტმასი) ასევე ცალკეულ განფასებაზე.
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები