20 ოქტომბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19250 - ტენდერი თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე ვიტრინების და სარეკლამო აბრის წმენდის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე ვიტრინების და სარეკლამო აბრის წმენდის მომსახურებაზე.
მომსახურების აღწერილობა:
თბილისში:
ვიტრინების დასუფთავება გარედან მინ. თვეში 3-ჯერ, შიდა მხრიდან მინ. თვეში 2-ჯერ, აბრების წმენდა მინ. თვეში ერთხელ.
რეგიონებში:
ვიტრინების დასუფთავება გარედან მინ. თვეში 2-ჯერ, შიდა მხრიდან მინ. თვეში ერთხელ, აბრების წმენდა მინ. თვეში ერთხელ.
დღეისათვის კომპანიას გააჩნია 400-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც ყოველთვიურად იზრდება.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- საფასური უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილი სრული მომსახურების ფასს 1 ობიექტზე;
- არსებული კლიენტების სია
- პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს არაგეგმიური ვიზიტის პირობები;
- ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება