ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1933 - ტენდერი მსესხებელთა სიცოცხლის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო მრავალი წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს მსესხებელთა სიცოცხლის დაზღვევაზე.

შესყიდვის საგანი:

სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მსესხებელთა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, რომელიც მოიცავს სავალდებულო წესით მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას სესხის გრაფიკზე მიბმული ტარიფით. სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი უნდა ფარავდეს დაზღვეული კლიენტის სესხის მიმდინარე ნაშთს და სესხზე დარიცხულ პროცენტს გარდაცვალების შემთხვევაში.

წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (სამეწარმეო რეესტრიდან განახლებული ამონაწერი, ცნობა საგადასახადო გირავნობა /იპოთეკის არ არსებობის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაცია);
  • გადამზღვევი კომპანიის დასახელება
  • ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების მიწოდების შესახებ;
  • ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში ანალოგიურ მომსახურებაზე ანაზღაურების გაცემის შესახებ;
  • ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ (სიტყვების მოცულობა); 
  • სიცოცხლის სადაზღვევო პოლისის ტარიფი:
  • თანხობრივი შეზღუდვა რომლის შემთხვევაშიც:
    1. მოითხოვება სიცოცხლის სადაზღვევო განაცხადის შევსება;
    2. არ ხდება სიცოცხლის სადაზღვევო პოლისის გაცემა.
  • ასაკობრივი შეზღუდვა რომლის შემთხვევაშიც:
    1. მოითხოვება სიცოცხლის სადაზღვევო განაცხადის შევსება;
    2. არ ხდება სიცოცხლის დაზღვევვა.
  • გამონაკლისი შემთხვევების სია, რა დროსაც არ ხდება სიცოცხლს დაზღვევის ანაზღაურება;
  • ფონდის მოცულობა რომელიც გამოყენებულ იქნება გამონაკლისი შემთხვევების ასანაზღაურებლად ფინკა ბანკი საქართველოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
  • სადაზღვევო პოლისების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ფორმატი და სიხშირე;
  • ფინკა ბანკი საქართველოს ფრონტ ოფისის თანამშრომლების ტრენინგის:
    1. ხანგრძლივობა,
    2. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა,
    3. ფორმატი,
    4. ადგილმდებარეობა.
  • ფრონტ ოფისის თანამშრომლის მიერ დასმულ კითხვაზე გამოხმაურების პერიოდი არაუმეტეს 15 წუთი;
  • სიცოცხლის სადაზღვევო პოლისის სრული პროცესის დეტალური აღწერა;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოსაწოდებლად, გთხოვთ იხელმძღვანელოთ ზემოთმოცემული ინფორმაციით;
  • წინადადება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვვეაში, თუ სრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა მოახდინოს პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური გაცნობა დამკვეთისთვის (სს „ფინკა ბანკი საქართველო“);
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2016 წლის 28 ნოემბერისა (18:00 საათამდე), ფინკა ბანკი საქართველოს სათავო ოფისში, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშველას 71, ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე, ბლოკი 1, სართული 3, ოფისი 12.
  • დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: Chkhaidze@finca.ge.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ