18 ოქტომბერი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T19340 - ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ვიანი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სს „ვიანი“.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 18 ოქტომბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 11 ოქტომბერი 2023
- სატენდერო წინადადებების მიღება - 18 ოქტომბერი 2023
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 25 ოქტომბერი 2023
- ხელშეკრულების გაფორმება - 31 ოქტომბერი 2023
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:
- შესასყიდი საქონელი: სამედიცინო აღჭურვილობა. მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აპარატურის მიწოდება და მონტაჟი.
- შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1-ში.
შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:
- ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესყიდვის ფასი.
- მიწოდების / მომსახურების ვადები.
- საგარანტიო პირობა.
- კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა.
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 500,000 ლარი.
სატენდერო წინადადება:
(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
- „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
- შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ს სახით;
- ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები);
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #6-ს სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):
იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
-სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
-არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
-არ შეესაბამება სინამდვილეს;
-ყალბია; - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში;
კონფიდენციალურობა;
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა;
სატენდერო წინადადების წარდგენა:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, ღია ტენდერის პრინციპით.
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 18 ოქტომბრის 18:00 საათისა.
- შემოთავაზებები მიიღება, როგორც ახალ ასევე მეორად რენტგენზე (გამოშვების წელი - არანაკლებ 2018). გთხოვთ ეს გარემოება გაითვალისწინეთ განფასების მომენტში.
- შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_medequipment@evex.ge dmosidze@.ge
შემოთავაზებები მიიღება, როგორც ახალ ასევე მეორად რენტგენზე (გამოშვების წელი - არანაკლებ 2018). გთხოვთ ეს გარემოება გაითვალისწინეთ განფასების მომენტში.
გთხოვთ შეავსოთ დანართ #5- ში წარმოდგენილი სპეციფიკაციები.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 18 ოქტომბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
evex_medequipment@evex.ge
dmosidze@.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები