ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1939 - ტენდერი საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ტენდერის ჩაბარების საბოლოო თარიღი და გახდა 15 დეკემბერი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საგა იმპექსი“ წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც მაღაზიათა ქსელი ”საგა”, რომელიც მომხმარებელს გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და ცხელი წყლის სისტემების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.

„საგა“-ს ისტორია 1994 წელს დაიწყო. მომსახურებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით „საგა“-მ ლიდერი კომპანიის სტატუსი დაიმსახურა გათბობა-გაგრილების სფეროებში.

მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია მომხარებლის ყველა სეგმენტს აკმაყოფილებს. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიცაა იტალიური- ARISTON, EMMETI, DAB, ფრანგული- ATLANTIC, არგენტინული-LONGVIE, თურქული- DEMIRDOKUM და სხვ. პარტნიორების და მომწოდებლების სია დღეისთვის 40–ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

შპს „საგა იმპექსი“ აცხადებს ტენდერს: საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე.

დანართში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • საკანცელარიო საქონლის ჩამონათვალი;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.) ლარში.
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემკვეთის მოთხოვნისამებრ ოფიციალური შეკვეთის მიღებიდან 1 დღეში; 
  • მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ.145
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან და ფაქტურის გამოწერიდან 5 სამუშაო დღე.
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N145, მე-2 სართული, შპს "საგა იმპექსი"-ს სათავო ოფისი.

შემოთავაზების მიღება მთავრდება 15.12.2016.

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნაია გაბელია
ადმინისტრაციის დეპარტამენტი
შპს „საგა იმპქსი“, სათაო ოფისი,
ტელ.: (+99532) 700777
ელფოსტა: n.gabelia@saga.ge ; info@saga.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ