13 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19576 - ტენდერი მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე ლილოდან ნატახტარში
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით # EF-GE/681
ბ) დანიშნულება: მზა პროდუქციის ტრანსპორტირება ლილოდან ნატახტარში
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- გადაზიდვა უნდა მოხდეს ტენტიანი ტრაილერით ზაჰესიდან ნატახტარში;
- სატრანსპორტო საქონელი წარმოადგენს პალეტებზე განთავსებულ მზა პროდუქტს, კერძოდ ლუდს სხვადასხვა შეფუთვით (ბოთლი, ქილა, ალუმინის კასრები);
- ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
- წელიწადში საჭიროა დაახლოებით 80-90 მანქანა;
- შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ სრულ მანქანაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობა გადაზიდვის დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.
- სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
- სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში. გამონაკლის შემთხვევებში გვაქვს სასწრაფო გადაზიდვებიც, რომელიც საჭიროა შესრულდეს შეკვეთის დღესვე.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
tenders@ge.anadoluefes.com
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება იწყება 30.10.2023 09:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 13.11.2023 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მეგი მაისურაძე
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
tenders@ge.anadoluefes.com
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები