ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19581 - ტენდერი მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 10 ნოემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვაზე.

შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 27 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. 

შესყიდვის ობიექტის დასახელება:

შპს „თეგეტა მოტორის“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მცენარეებისა და მცენარეების მოვლის მომსახურების  შესყიდვასთან დაკავშირებით.

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ინტერიერის მცენარეების რაოდენობა წარმოდგენილია დანართი #1-ის სახით;
  • ექსტერიერის მცენარეების რაოდენობა წარმოდგენილია დანართი#2-ის სახით;
  • შესასყიდი მცენარეების ჩამონათვალი წარმოდგენილია დანართი #3-ის სახით;
  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა შეძლოს შპს თეგეტა მოტორსის მხრიდან ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილება. იგულისხმება: ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეების მოვლა/პატრონობა. ინტერიერისთვის მცენარეებით მომარაგება. გარე ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის გამართვა/დამონტაჟება, ბუნებრივი საფარის გაკეთება და ა.შ.

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №3-ის და დანართი #4-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:


მომსახურების შესრულების ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი # 129; ქ.თბილისი, პაპაშვილის #7.

ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსხურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს ელ. პლატფორმის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 50 ქულა;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი- 50 ქულა.

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N3;N4) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოსყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები.

დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 10 ნოემბერი 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.torchinava@tegetamotors.ge. 

საკონტაქტო პირი: 
ანა ტორჩინავა
ტელ: 595521599

ტენდერის კატეგორია:

  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 ოქტომბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა