9 ნოემბერი 2023, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T19645 - ტენდერი ბრენდირებული ტყავის ბლოკნოტის და კალმის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბრენდირებული ტყავის ბლოკნოტის და ბრენდირებული კალამის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
ბრენდირებული ტყავის ბლოკნოტი | 400 ცალი |
ბრენდირებული კალამი | 400 ცალი |
მახასიათებლები:
- დანართი 4 (ზომა, ფოტო)
- გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა სატესტო პროდუქტის მოწოდება
მოწოდება:
- მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
- მოწოდების ვადა - 1 ეტაპად 2023 წლის 15 დეკემბრამდე
ანაზღაურება:
ნასყიდობის საგნის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 09/11/2023 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97;
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები