ჩაბარების ვადა:
1 დეკემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
P
ფასების ცხრილი
T19967 - ტენდერი სარემონტო ხელსაწყოების გაყიდვაზე
ფასების ცხრილი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მანესმან ჯორჯია“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიყიდოს ხელსაწყოები.
გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც მოცემულია ინფორმაცია ინვენტარის შესახებ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოდ მეილზე Burdzenidze.daviti@gmail.com არაუგვიანეს 2023 წლის 1 დეკემბრისა.
იხილეთ ფასების ცხრილი.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- კომპანიის შესახებ ინფორმაცია (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი).
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი (პოზიცია).
- საბანკო რეკვიზიტები.
- პროდუქციის გატანის ვადა და პირობები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- შესაძლებელია ნივთების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა.
- გადახდის პირობები: წინასწარ ან ტრანსპორტირების დროს.
- მყიდველი პასუხსმგებელია შესყიდული საქონლის წაღებაზე საკუთარი ტრანსპორტით.
- აუცილებელია დაინტერესებული მხარის ადგილზე მოსვლა და შესასყიდი საქონლის დათვალიერება/შეფასება.
- გასაყიდი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მისახებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 551 55 55 55 - დათო.
ასევე გაითვალისწინეთ:
- შპს „მანესმან ჯორჯია“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
- ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
- ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „მანესმან ჯორჯიასთვის“.
- შპს „მანესმან ჯორჯია“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.
- გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.
საკონტაქტო პირი:
დათო
551 55 55 55
ფასების ცხრილი
# | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
დამატებითი ინფორმაცია
ტენდერის კატეგორია:
- 38300000 საზომი ხელსაწყოები
- 38900000 შეფასებისა და ტესტირების სხვადასხვა სახის ხელსაწყოები
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები