ჩაბარების ვადა:

1 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20031 - ტენდერი საწყობის ქირავნობაზე

ტენდერის აღწერილობა:

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) “ აცხადებს ტენდერს შემდეგი მომსახურეობის შესყიდვაზე: ტენდერი აშენებული სასაწყობე ფართის ქირავნობაზე ან საქირავნოდ აშენებაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

ტენდერში მონაწილეობა უფასოა.

ტენდერის პირობები, ტექნიკური აღწერილობა/მოთხოვნები:

ტექნიკური დავალება:

  • „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯორჯიას“ ესაჭიროება სასაწყობე ფართი მის საკუთრებაში არსებული, სარეალიზაციო მშრალი და სამაცივრე პროდუქტის და ხილ-ბოსტნის განსათავსებლად და საბრუნავად, დროებითი სარგებლობის უფლებით.
  • საწყობის ფართი 13500-15000 კვ.მ. შემდეგი განაწილებით:
    -5000-6000 კვ.მ ფართი სასაწყობე თაროებით(„რექინგი“) 5-6 სართულიანი -სიმაღლე მინიმუმ 10-12 მ.
    -200 კვ.მ ტერიტორია რექინგით საბაჟო საწყობის მოსაწყობად ცალკე მიმღები კარით და დანარჩენი საწობიდან იზოლირებული-სიმაღლე მინიმუმ 10-12მ.
    -მიღების და გაშვების ტერიტორია-მინიმუმ 800 კვ მ. თითოეული.
    -6000-6500 კვ. მ. ტერიტორია „რექინგის“ გარეშე. სიმაღლე მინიმუმ 5-6 მ.
    -400-450 კვ.მ -ტემპერატურული რეჟიმის მოსაწყობად (ტემპერატურული რეჟიმის მოწყობა სასურველია ასევე იყოს შემოთავაზებული, ასევე სასურველია ამ ტერიტორიაზე ნაწილობრივ „რექინგის“ არსებობა). ტემპერატურა აღნიშნულ ფართში ‘0’-‘+15’. სასურველია აღნიშნული ფართი შედგებოდეს სამი ცალკეული ბლოკისგან.-„პლიუს მაცივარი“
    -300-350 კვ.მ ტემპერატურული რეჟიმის მოსაწყობად, ტემპერატურული რეჟიმით ‘-18’-‘-25’ გრადუსი ცელსიუსით. აქაც სასურველია ნაწილობრივი „რექინგი“.-„მინუს მაცივარი“
  • კარი პლატფორმით და სპეციალური აღჭურვილობით -16 წერტილი.
  • საწყობის ფართში უნდა იყოს განთავსებული საოფისე ფართი (სასურველია  2 სართულიანი), ჯამური ფართით მინიმუმ 200 კვ.მ. და სველი წერტილები (მინიმუმ 6 შიგნით და 1 ეზოში, პარკინგის ტერიტორიაზე).
  • საწყობი უნდა იყოს გადახურული და დაცული წვიმისგან და მზისგან.
  • საწყობის იატაკი უნდა იყოს დაფარული სპეციალური ინდუსტრიული საფარით და  გლუვი, რათა უზრუნველყოს ხელის ურიკების თავისუფალი გადაადგილება.
  • საწყობის პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების ნორმებს.
  • საწყობში უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობასთან.
  • საწყობი უნდა იყოს აღჭურვილი სათვალთვალო კამერებითა და CCTV სისტემით.
  • საწყობს უნდა ჰქონდეს საპარკინგე ტერიტორია, როგორც საწყობის თანამშრომლებისთვის, ასევე გაბარიტული და მცირეგაბარიტიანი ტრაილერებისთვის.

დამატებითი მოთხოვნები:

  • საწყობი ტერიტორიულად განლაგებული უნდა იყოს ქ.თბილისში/თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე. (უმჯობესია ლილოში ან მიმდებარე ტერიტორიებზე).
  • საწყობი უნდა იყოს ადვილად მისადგომი გაბარიტული ტრანსპორტისთვის (მაგ. ტრაილერები)

დამატებითი კომენტარი:

  • ტენდერში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კომპანიამ როგორც უკვე მზა საწყობით, ასევე აშენების პერსპექტივით(ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს აშენების და ქირავნობაში გადაცემის ვადა).
  • შესაძლებელია მოთხოვნილი ფართის საქირავნოდ ნაწილ- ნაწილ გადაცემის განხილვაც(აქაც უნდა იყოს წარმოდგენილი რომელი ფართი და რა პერიოდში იქნება გადაცემული საქირავნოდ).
  • შესაძლებელია სასაწყობე ფართის მოთხოვნილი განაწილების მცირეოდენი ცვლილება.
  • შესაძლებელია წარმოგდენილ იქნას პროექტიც „მინუს მაცივრის“ მოწყობის გარეშე.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი 1-ის მიხედვით(ორივე გვერდი).
  • ფასი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ტექნიკური დავალების თითოეულ ნაწილზე განსხვავებული, ასევე სრულ დავალებაზე არსებული საშუალო ფასი, იმ ჩამონათვალის მითითებით კონკრეტულად რა პუნქტებს მოიცავს აღნიშნული ფასი.

პერტენდენტის მიერ ტენდერში წარმოსადგენი მონაცემები:

  • შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული) განფასების ცხრილი, სადაც ზუსტად იქნება მითითებული რომელ პუნქტები, რა ფასში და რა ვადაში იქნება გადაცემული და მოცემული ფასი რამდენწლიანი ქირავნობის ხელშეკრულებას ითვალისწინებს;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტროიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • საწყობის ადგილმდებარეობის სურათები და საკადასტრო რუქა;
  • დოკუმნტაცია უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში და დაისვას ბეჭედი დალუქვის ადგილზე;
  • კონვერტზე უნდა დაიტანოთ ტენდერის დასახელება, იურიდიული პირის შემთხვევაში კომპანიის დასახელება/ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი და საკონტაქტო პიროვნების ტელეფონი;
  • კონვერტზე უნდა დაიტანოთ მიმღები პიროვნების თამარ ქინქლაძის სახელი და გვარი;
  • თუ პრედენტენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში, შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში;
  • კონვერტი უნდა მოიტანოთ ჩვენი კომპანიის სათაო ოფისის მიმღებში: ისანი ნავთლუღის 8ა, ისანი მოლის მეორე სართულზე, სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 13:00-15:00;
  • კონვერტის მიღების ბოლო თარიღია: 1 თებერვალი - 2024 (18:00).

სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების, ლიკვიდაციის ანდ საქმიანობის დროებით შეჩერების პროცესში
  • შემსყიდველი (მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს ან შეწყვიტოს ნენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი არ არის ვალდებულიმონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობითი ახსნა განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ინფირმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტისგან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:

თამარ ქინქლაძე
Tel 591 91 03 47
Email. tkinkladze@mafcarrefour.com

დავით ქარქაშაძე
Tel 595 95 28 24
Email. dkarkashadze@mafcarrefour.com

ტენდერის კატეგორია:

  • 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები