14 დეკემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20054 - ტენდერი მარკეტინგული მასალების ბეჭდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს. „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ გამარჯვებული კომპანიისგან შეისყიდის მომსახურებას: მარკეტინგული მასალების ბეჭდვა. მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით, 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
სატენდეროდ შესასყიდი მასალების დეტალები იხ. თანდართულ ფაილში;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
გთხოვთ შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ ქართულ ენაზე, ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:
ტენდერის # |
2023/28
|
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება |
2023 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით
|
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში
|
10 საათიდან 18 საათამდე
|
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი დაკომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.
ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ თევდორაძე
ტელეფონი: +995 599 15 81 91
E-mail: tenders@silknet.com ttevdoradze@silknet.com
მისამართი: ჰ. ალიევის სანაპირო # 7
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები