ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T20164 - ტენდერი 100კგ , 300კგ , 400კგ გრუნტის სატკეპნის ქირაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს  100კგ , 300კგ, 400კგ გრუნტის სატკეპნი დანადგარების ქირაობაზე.

1.2. შესყიდვის  ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში.

  • 8 ცალი 100კგ , 4 ცალი 300კგ , 4 ცალი 400კგ- გრუნტის სატკეპნი დანადგარის ქირაობა
  • ყველა მათგანი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.
  • ყველა მათგანი შემოწმდება როგორც მიღების ასევე დაბრუნების დროს.
  • დაზიანების შემთხვევაში უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში დაზიანებული ნივთის ანალოგიურით ჩანაცვლება.

1.3. განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
  • დანართ N1-ში აუცილებალდ მითითებული უნდა იყოს საქონლის მწარმოებელი კომპანია, მოდელი/მარკა (არსებობის შემთხვევაში), წარმოშობის ქვეყანა.
  • იმ შემთხვევაში თუ სატენდერო წინადადებაში (დანართი N1) არ იქნება მითითებული საქონლის მწარმოებელი კომპანია, მოდელი/მარკა (არსებობის შემთხვევაში), წარმოშობის ქვეყანა მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება.

1.4. შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

საგარანტიო ვადის განმავლობაში, შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუმეტეს 2 კალენდარული დღისა) უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეკეთება ან/და თუ შეკეთებას არ ექვემდებარება შეცვლა ახლით.

1.5. საგარანტიო პირობები და ვადები:

  • საგარანტიო ვადის განმავლობაში, შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუმეტეს 2 კალენდარული დღისა) უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეკეთება ან/და თუ შეკეთებას არ ექვემდებარება შეცვლა ახლით.

1.6. საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს, 2024წ. 4იანვრისა .

1.7. საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი , ფეიქრების N14 , GWP- ის სატრანსპორტო დეპარტამენტის სადგომი

1.8. ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.9. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10. ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.11. სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 19.12.2023, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვახტანგ მჭედლიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: vmchedlidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 577999899

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303); 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 დეკემბერი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა