ჩაბარების ვადა:

11 იანვარი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T20302 - ტენდერი კვების სერვისების (სადილი და ვახშამი) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

 შპსბათუმის ნავთობტერმინალი“  აცხადებს ტენდერს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ თანამშრომლებისთვის კვების სერვისების (სადილი და ვახშამი) შესაძენად.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი,  მაიაკოვსკის ქ. 4.

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • ტენდერში მონაწილეობის განაცხადი
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    ა) პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
    ბ) პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
    გ) წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
    დ) გადახდის ფორმა
    ე) ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში, ევროში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკური დავალება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული არანაკლებ 10 დღისა
  • ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა დავალიანების შესახებ
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას)

ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.

გამოცხადების თარიღი: 27.12.2023 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 11.01.2024 წ. / 12:00 სთ.

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას.

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება