ჩაბარების ვადა:

26 დეკემბერი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2032 - ტენდერი შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბიზნეს ცენტრი საბურთალო" აცხადებს ტენდერს შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ქ. თბილისში გამსახურდიას N32/ალ. ყაზბეგის გამზირი N2 მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;

დართულ ფაილებში გთხოვთ, იხილოთ შენობის გენ. გეგმა და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე არსებული სიტუაციის შესასწავლად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ (შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე);
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ვადები.
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა ორ ვარიანტად ეროვნულ ვალუტაში დღგს-ს გარეშე:
    1. ხარჯთაღრიცხვა დამკვეთის მასალით;
    2. ხარჯთაღრიცხვა შემსრულებლის მასალით;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 26 დეკემბრის 15:00 სთ-მდე;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; შესრულების ვადა - 30%; გამოცდილება - 20%; გადახდის პირობა - 10%.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით 577 25 52 52, საკონტაქტო პირი: ნუგზარ წერეთელი ან/და 593 33 88 33, საკონტაქტო პირი: დავით კორძაია. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები