12 იანვარი 2024, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT20329 - სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას. შესასყიდი პროდუქცია მოცემულია შემოთავაზების ფორმაში - დანართში №2;
ბანკი მითითებული საქონლის შესყიდვას განახორციელებს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, შემდეგი პირობების გათვალისიწინებით:
ტენდერის პირობები
- შესაძლებელია კომპანიებმა წარმოადგინონ წინადადება დანართ N 2 არსებული ჩამონათვალზე დამატებით სხვა სამეურნეო პროდუქტისა.
- პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება ერთ ან/და რამდენიმე ბრენდზე ერთად;
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დანართი №2 - შემოთავაზების ფორმის რედაქტირება, მაგალითად: სტრიქონის დამატება, თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე რამდენიმე შეთავაზება გექნებათ (მაგ.: სხვადასხვა ბრენდის/მოდელის საქონელი);
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ბანკის გამოგზავნილი მოთხოვნიდან, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, მოთხოვნაში მითითებულ ბანკის სერვის ცენტრის მისამართზე (დანართი N 3);
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით;
აუცილებელი მოთხოვნები
- შემოთავაზების ფორმის დანართ №2-ში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება და დეტალური მახასიათებლები;
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით
- წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
დამატებითი მოთხოვნები
გთხოვთ წარმოდგენილ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
უპირატესობად ჩაითვლება თუ კომპანია საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს შემდეგ რეგიონალურ მისამართებზე: ქ. ბათუმი, დავით მამულაძის ქ. N 13 ქ. ქუთაისი ზ. გამსახურდია ქ. N 23.
ანგარიშსწორების პირობები
- ბანკი ყოველ ჯერზე ფილიალებისთვის (თბილისი, რეგიონი) განახორციელებს 1 თვის მარაგის შესყიდვას. ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიტანიდან 5 სამუშაო დღეში;
- სილქ ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს გენერალურ ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- მომწოდებელი ვალდებულია გახსნას ანგარიში სილქ ბანკში.
გამარჯვებულის გამოვლენა
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი;
- ხარისხი /ტექ.მახასიათებლები;
- მოწოდების ვადები.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
- დანართი N2 – ხარჯთაღრიცხვა
- დანართი N 3 - ფილიალების მისამარეთები
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით);
შემოთავაზებების მიღების წესი:
- შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 12 იანვარს დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2
- დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
577362888
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია