ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2024, 16:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T20340 - ტენდერი Caterpillar D6R2 სავალი ნაწილის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს Caterpillar D6R2 სავალი ნაწილის მომსახურების შესყიდვაზე.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • სავალი ნაწილის მომსახურება დანართი N1-ით განსაზღვრული მოცულობის და პირობების შესაბამისად:
  • ლოტი 1 – დაზიანებული ნაწილების შეცვლა ახალი ან მეორადი მასალის გამოყებენებით და ტექნიკის სავალი სისტემის გამართვა;
  • ლოტი 2 – არსებული დაზიანებული მასალის აღდგენითი მომსახურების შესრულება და ტექნიკის სავალი სისტემის გამართვა; 

ტექნიკის საიდენტიფიკაციო მონაცემები მოცემულია დანართნი N1-ში პირველ ფურცელზე (სარჩევი);

1.3 განფასება

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება (ლარში) დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
  • თითოელი ლოტის მიხედვით სავალდებულო შესავსები ველები და პირობები მოცემულია დანართი N1-ის პირველ ფურცელზე (სარჩევი);
  • პრეტედენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს როგორც ორივე ლოტზე ერთად, ასევე მისთვის მისაღებ მხოლოდ ერთ რომელიმე ლოტზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

ლოტი N1-ის შემთხვევაში:

  • პრეტედენტის შესრულებული სამუშაო უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შესრულებულ მომსახურებაზე უნდა გავრცელდესმინიმუმ 6 თვიანი გარანტია. დიდ პერიოდზე შემოთავაზებულ საგარნტიო პერიოდს მიენიჭება უპირატესობა; სამუშაოს შესრულების მოკლე ვადებს მიენიჭება უპირატესობა;
  • პრეტედენტს აქვს უფლება შემოგვთავაზოს როგორც მეორადი ასევე ახალი BRAND NEW წარმოების მასალები; წარმოების ქვეყანა და მდგომარეობა უნდა მიუთითოს შესაბამის სვეტებში;
  • პრეტედენტის შემოთავაზება ძალაში უნდა იყოს ტენდერის დასრულებიდან30 დღის განმავლობაში;
  • გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ გაფორმდება შესყიდვის და მომსახურების ხელშეკრულება;
  • GWP ანგარიშსწორებას მოახდენს საქონლის/მომსახურების შესყიდვის ზედანდების/ფაქტურის გამოწერიდან და დადასტურებიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში;

ლოტი N2-ის შემთხვევაში:

  • პრეტედენტის შესრულებული სამუშაო უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შესრულებულ მომსახურებაზე უნდა გავრცელდესმინიმუმ 3 თვიანი გარანტია. დიდ პერიოდზე შემოთავაზებულ საგარნტიო პერიოდს მიენიჭება უპირატესობა; სამუშაოს შესრულების მოკლე ვადებს მიენიჭება უპირატესობა;
  • პრეტედენტის შემოთავაზება ძალაში უნდა იყოს ტენდერის დასრულებიდან30 დღის განმავლობაში;
  • გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ გაფორმდება შესყიდვის და მომსახურების ხელშეკრულება;
  • GWP ანგარიშსწორებას მოახდენს საქონლის/მომსახურების შესყიდვის ზედანდების/ფაქტურის გამოწერიდან და დადასტურებიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში;

1.4 საქონლის/მომსახურების შესრულების პერიოდი, ვადა და ადგილი:

პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროს მომსახურების შესრულების პერიოდი, ვადა და ადგილი დანართ N1-ში, შესაბამის სვეტში;

1.5 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული მომსახურების  უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ანალოგიური საქმიანობის შესრულების გამოცდილება;

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.3);
  • შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი პუნქტი 1.5-ის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილება;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
     - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2024 წელი, 16:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი 
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 იანვარი 2024 დრო 16:30
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა