18 იანვარი 2024, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT20433 - ტენდერი საოფისე ავეჯის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს საოფისე ავეჯის შესყიდვაზე.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას. შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი, რაოდენობა და მახასიათებლები მოცუმულია - დანართში №2;
ტენდერის პირობები:
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს კონტრაქტით განსაზღვრულ ვადებში;
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია ბანკის მიერ მითითებულ მისამართებზე;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით;
- დანართ N 2- ში მითითებულია როგორც ავეჯის მახასიათებლები, ასევე მწარმოებელი კომპანია. თუმცა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა მწარმოებლის მსგავსი ტიპის მახასიათებლებისა და ფორმის ავეჯიც;
- ავეჯის რაოდენობა შესაძლოა დაკორექტირდეს მცირედით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე , უნდა ჰქონდეს შესრულებული მსგავსი პროქტი;
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
- პროდუქციის ფასების მითითება უნდა მოხდეს დანართი N2 პროდუქციის ჩამონათვალის გასწვრივ, როგორც ერთეულის ასევე ჯამური ღირებულების მითითებით;
- წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მოწოდებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში;
- მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი
კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
- პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
- მოწოდების ვადები;
- კომპანიის გამოცდილება.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოთავაზება.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 კომპანიის);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით).
თანდართული დოკუმენტაცია :
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
- დანართი N2 – შესასყიდი ავეჯის მახასიათებლები და ფასების ცხრილი
- დანართი N 3 - ფილიალების მისამართები.
შემოთავაზებების მიღების წესი:
შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 18 იანვარს დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2,
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები
- ტენდერის სახელწოდება
- კომპანიის სახელწოდება
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).
ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 19 იანვარს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
ტელ: 558750055
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი