23 იანვარი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20447 - ტენდერი ელექტრო ველოსიპედის ქირაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის იქირაოს ტენდერში გამგარჯვებული კომპანიისგან 11 ერთეული ელექტრო ველოსიპედი 1 კალენდრული თვის განმავლობაში.
გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტისსაშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება,დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2024 წლის 23 იანვრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2024 წლის 23 იანვრის ჩათვლით
- განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- კომპანიის სრული დასახელება
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
- მიწოდების ვადა და პირობები
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება)
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი: +995 591 967 410
E-mail: giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო
შენიშვნები:
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით
- თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა
ტენდერის კატეგორია:
- 34400000 მოტოციკლეტები, ველოსიპედები და მოტოციკლეტის ეტლები