ჩაბარების ვადა:
2 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T20527 - ტენდერი საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს "გეფა" აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.
- ლოტი 1: საკანცელარიო საქონელი
- ლოტი 2: სამეურნეო საქონელი
თანდართულ ფაილებში იხილეთ:
- ერთი წლის მოსაწოდებელი საკანცელარიო საქონლის რაოდენობა;
- ერთი წლის მოსაწოდებელი სამეურნეო საქონლის რაოდენობა;
- პროდუქციის მიწოდების მისამართები საქართველოს მაშტაბით.
სატენდერო მოთხოვნები:
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს პროდუქციის მიწოდება საქართველოს მაშტაბით თანდართულ ფაილში მითითებულ მისამართებზე;
- მიწოდება იწარმოებს თვეში ერთხელ;
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ქსელისგან ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ყოველი თვის 1-8 რიცხვამდე.
დამატებითი ინფორმაცია:
- შემოთავაზებების წარმოდგენა დასაშვებია როგორც ცალკეულ ლოტზე, აგრეთვე ერთიანად;
- შეთავაზებების განხილვის პროცესში შესაძლოა ზოგიერთ პოზიციაზე მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა;
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- ოფისებისგან მიღებული შეკვეთების მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართებზე: , ბელიაშვილის ქ. #142 (მეორე სართული), ფეიქრების ქ. #14ა; პეტრე იბერის #16ბ
- ანგარიშსწორება იწარმოებს პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული ფასების ცხრილი ლოტების მიხედვით (ფასები უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს);
- კომპანიის რეკვიზიტები (გთხოვთ მიუთითოთ პროექტის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია);
- კორპორატიული კლიენტების სია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 2 თებერვალი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს:
გვანცა მხეიძე
ტელ: 592 000 880
E-mail: gvantsa.mkheidze@gepha.com
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა