ჩაბარების ვადა:
31 იანვარი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20536 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხანაში სამგზვრო-სატვირთო ლიფტის ყოველთვიურ ტექნიკურ მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას რუსთავის ცემენტის ქარხანაში სამგზვრო-სატვირთო ლიფტის ყოველთვიურ ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით.
სამუშაოს აღწერილობა:
- უზრუნველყოს ლიფტის მუდმივად გამართულ მდგომარებაში მუშაობა და შესაბამისობაში მოიყვანოს უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტანტთან;
- ლიფტის მუშაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების შემოწმება;
- ლიფტის ძალოვან ტრანსფორმატორებზე, მართვის კარადაზე, ელექტრო ძრავებზე და გამშვები აპარატურის მუშაობაზე მუდმივი მეთვალყურეობის დაწესება, მათი გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონერების უზრუნველყოფის მიზნით;
- ავარიულად დაზიანებული ლიფტის შეკეთება ტექნიკური პერსონალის მიერ უსაფრთხოების წესებისადა შესაბამისი სტანდარტების დაცვით ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით), 24 საათის განმავლობაში გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში;
- ავარიულად გაჩერებული ლიფტის ოპერატიული გაშვება;
- ლიფტის მიმდინარე შეკეთება და აგრეგატების პერიოდული შემოწმება;
- ლიფტის შახტების კარების შემოწმება-რეგულირება;
- ლიფტის სოლების დამჭიმი მექანიზმის შემოწმება;
- ჯალამბარში ზეთის დონის შემოწმება და კონტროლი;
- მართვის კარადის კომპიუტერული სისტემის რევიზია და კონტროლი;
- კარების გამღები მექანიზმების გამართულობის შემოწმება;
- ელექტრო კომპიუტერული სისტემის სისტემატური კონტროლი;
- ამომრთველების და კონტაქტორების კონტროლი;
- ლიფტის ტექნიკური და პროფილაქტიკური დათვალიერება;
- წერილობითი ანგარიშების მომზადება და ქარხნის მენეჯმენტისათვის მიწოდება.
გთხოვთ წარმოადგინოთ შეთავაზება დღგ-ს გარეშე ლარში 2024 წლის 31 იანვარს, 18:00 საათამდე.
ტენდერში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@heidelbergcement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები