ჩაბარების ვადა:

30 დეკემბერი 2016, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T2057 - ტენდერი ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო სისტემების შესყიდვასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ტენდერს ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო სისტემების შესყიდვასა და მონტაჟზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ქ. თბილისში გაზაფხულის ქუჩა N18-ში მდებარე შენობის ერთერთ საკონფერენციო დარბაზში გახმოვანებისა და ხმის ჩაწერის აპარატურის შესყიდვა და მონტაჟი;
    1. 20 ცალი მაგიდის მიკროფონის შესყიდვა - მონტაჟი;
    2. მიკროფონების მართვის ციფრული ბლოკის შესყიდვა მონტაჟი;
    3. ჭერის დინამიკ(ებ)ი - შესყიდვა-მონტაჟი: რაოდენობა საჭიროებისამებრ;
    4. აუდიო ბარათი;
    5. ნებისმიერი სახის დამატებითი მოწყობილობა ან/და სახარჯი მასალა რაც აუცილებელი იქნება სისტემის გაშვებისთვის.
  • დამატებითი დეტალები:
    1. საკონფერენციო დარბაზის ზომა - 124 მეტრი;
    2. მაგიდის სიგრძე - 7.8 მეტრი.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: გაზაფხულის ქუჩა N18, სიტუაციის შესასწავლად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია პროდუქციისა და პროდუქციის მონტაჟის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია შემოთავაზებული აპარატურის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მათ შორის წარმოშობის ქვეყნის მითითებით);
  • ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქციის საგარანტიო ვადებისა და დეტალური პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პროდუქციის მიწოდებისა და მონტაჟის ვადა (დამონტაჟებული აპარატურის ტესტირებისა და გაშვების ჩათვლით).

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge . დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 30 დეკემბრის 12:00 სთ-მდე;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური სპეციფიკაცია - 30%; შესრულების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%.
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 577 50 38 28; საკონტაქტო პირი გია წიტაიშვილი. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები