
5 თებერვალი 2024, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT20577 - ტენდერი 3000 კვტ საერთო მოცულობის დიზელის ელექტროსადგურის მოწოდებასა და შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ბათუმის საზღვაო ნავსადგური
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 თებერვალი 2024 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ტენდერს 3000 კვტ საერთო მოცულობის დიზელის ელექტროსადგურის მოწოდებასა და შესყიდვაზე.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.
კომერციული შეთავაზება სრულად უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას.
კომერციული შეთავაზება პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარდგენილია მომხმარებლის ოფისში დალუქულ კონვერტში, დეტალების და საკონტაქტო მონაცემების მითითებით, პოტენციური მიმწოდებლის ბეჭდით დამოწმებული არაუგვიანეს 05.02.2024 12.00 საათამდე.
მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კომერციული შეთავაზებები განხილვას არ ექვემდებარება და უბრუნდება პოტენციურ მიმწოდებელს.
ყველა საჭირო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და რუსულ ენებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
AbashidzeN@batumiport.com
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
მოგესალმებით, ჩვენი კომპანია შპს "ვიდისი" დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს თქვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში (T20577 - ტენდერი 3000 კვტ საერთო მოცულობის დიზელის ელექტროსადგურის მოწოდებასა და შესყიდვაზე). პროდუქტისა და მომსახურეობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით გაგვიზარდოთ დოკუმეტაციის და შეთავაზების ჩაბარების ვადა 9 თებერვლამდე. ასევე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი,რათა დავაზუსტოთ გარკვეული ტექნიკური საკითხები.