ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2058 - ტენდერი გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარების შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარების შესახებ.

გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარება კვარტალში ერთხელ, კერძოდ:

  • ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების გაზომვა, მონიტორინგი 14 საკონტროლო წერტილი. (ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები: არაორგანული მტვერი, აზოტის ორჟანგი, ნახშირჟანგი, გოგირდის ორჟანგი, ჭვარტლი, ნახშირწყალბადები, მეთანი, მეთილმერკაპტანი, ტყვია, კადნიუმის ოქსიდი, დარიშხანი, ქრომი, სელენის დიოქსიდი და ნიკელი.)
  • ფილტრებისა და სილოსების ეფექტურობის დადგენა.
  • ჩამდინარე წყლების ლაბორატორიული კონტროლი შემდეგ ინგრედიეტებზე: შეწონილი ნაწილაკები, ph, აზოტი, საერთო ფოსფორი, ფოსფატები, ჟბმ, ამონიუმის აზოტი, ნიტრიტები, ნიტრატები, შესაბამისად პად-4 პად-5 და პად-6 ფორმების შევსება.
  • შესაბამისად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო ფორმების შევსება პად-1, პად-2 და პად-3 და წლიური მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის ფორმის წარმოდგენა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდთ თქვენი შემოთავაზება 2016 წლის 28 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება.

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
  • შემოთავაზება - განფასება კვარტალურად სამუშაოთა ჩატარების ჯამური ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე;

გაითვალისწინეთ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!

ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი