ჩაბარების ვადა:
31 იანვარი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20609 - ტენდერი სავენტილაციო სისტემის პროექტირებასა და მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს ,,ჩაჩავას კლინიკა“ აცხადებს ტენდერს გათბობა-გაგრილების სისტემებისა და მასთან ინტეგრირებული სავენტილაციო არხების მასალებისა და მონტაჟის შესახებ.
დასაპროექტებელი სივრცის ნახაზები შეგიძლია იხილოთ ავტოკატოსა და პდფ ვერსიებში (დანართი 1 და დანართი 2).
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- პროექტი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით.
- კომპანიის მიმოხილვა
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორამცია საგარანტიო ვადების შესახებ.
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 5 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შეთხვევაში.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს პროექტის შექმნა და ამავე პროექტის მიხედვით სისტემის მონტაჟი, თუ არ არსებობს მხარეთა შორის სხვა შეთანხმება.
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება პერიოდულად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი: 557337557) წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები;
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31იანვარი 18:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოსმითითებულ ელ.ფოსტაზე: info@chachava.ge
- ამავე მეილიდან, კლინიკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადებისმიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 557337557
ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში ქ. თბილისი, მ. კოსტავას N38; ს.ს. „ჩაჩავას კლინიკა“
- გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 557337557
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები