ჩაბარების ვადა:
9 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20624 - ტენდერი სალაროს მაგიდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სალაროს მაგიდის შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა :
- U ტიპის სალარო მაგიდა;
- სალაროს მაგიდის ზომა: 180X100 სმ;
- მაგიდის სიმაღლე: 85 სმ;
- მაგიდის სიგანე: 60 სმ;
- მაგიდის შუა ნაწილს უნდა ქონდეს სპეციალური ჭრილი სალაროს უჯრის განსათავსებლად. უჯრის ზომებია: 45x17x10 სმ;
- მაგიდის ზედაპირი - ვერცხლისფერი მატი (ხაოიანი - dot type);
- მაგიდის ფერი: ნაცრისფერი (შესაბამისი RAL კოდის მიხედვით);
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (მეტალის ტიპი, მეტალის სისქე(მმ), მაგიდის ზომა და ა.შ.);
- ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 თებერვალი 18:00 საათი.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი