ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T207 - ტენდერი სარეკლამო აბრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრების შესყიდვის შესახებ.

მომსახურების დასახელება:

  • 1. სტანდარტული მნათი სარეკლამო აბრა (1 ცალი)
  • 2. სტანდარტული აბრა ნარინჯისფერი განათების გარეშე (გრძივი მეტრი)
  • 3. „ლაითბოქსი“ ლომით (1 ცალი)
  • 4. „ლაითბოქსი ATM“ ლომით (1 ცალი)
  • 5. ექსპრეს ფილიალების მნათი სარეკლამო აბრა (გრძივი მეტრი)
  • 6. თბილისის ტერიტორიის გარეთ ტრანსპორტირება 50 კმ. მანძილზე


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით, მათ შორის).

შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯებს;

შემოთავაზებულ ფასებში უნდა შედიოდეს ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით

სარეკლამო აბრის მასალა და პროპორციები სტანდარტულია

სარეკლამო აბრის გაბარიტების 10%-მდე ცვლილება და ფერის შეცვლა არ უნდა აისახოს ფასზე

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 15 ოქტომბრიდან – 2014 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, გრაფაში მითითებული ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს: 595 599 030
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 24 ოქტომბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სარეკლამო აბრების შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=316&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".