15 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20719 - ტენდერი სპეც-ტანსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „Construction Service“ აცხადებს ტენდერს სპეც-ტანსაცმლის შესყიდვის თაობაზე და იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
1. ანგარიშსწორების პირობები
- ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწნებით ლარში.
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით
- ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში
- საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება
- წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის დღგ) ეროვნულ ვალუტაში.
2. ტექნიკური მახასიათებლები
შემდუღებლის კომბინიზონი - შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:
ძნელად აალებადი, ანტისტატიკური, ნარინჯისფერი ამრეკლი, მაღალი ხილვადობის
შემადგენლობა:
- ბამბა 87%, ნეილონი 12%, 1% ანტისტატიკური ბოჭკოები
- წონა: 260 გ/მ2
- ფერი: ნარინჯისფერი ამრეკლი
- მაღალი ხილვადობა
- 2 დიდი ჯიბე
- ცეცხლგამძლე ამრეკლავი ლენტი
- ელასტიური წელი მობილობისთვის
- 2 უკანა ჯიბე
- ორმაგი გასახსნელი ელვა შესაკრავი, დაფარული ფლაპით და 2 Safe Lock სისტემის საკინძით
ზომები:
- M – 200 ც
- L - 650 ც
- XL - 650 ც
პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მითითებულ სტანდარტებს ან იყოს ექვივალენტი შესაბამისი დოკუმენტაციის (სერტიფიკატების) წარმოდგენის საფუძველზე:
EN 11612 , EN 1149-5 , EN 11611, EN 13034, EN 61482-1, EN 61482-2
3. წინადადების მიწოდების წესი
კომერციული წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ფასს
ბ) ტექნიკურ მახასიათებლებს / სპეციფიკაციას
გ) მომწოდებლის გამოცდილებას
დ) 1 ნიმუშს
ე) მომწოდებლის იურიდიულ რეკვიზიტებს, განახლებულ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და მინიმუმ 1 საკონტაქტო პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ-ფოსტა)
ვ) მოწოდების ვადას (ერთიანი/ეტაპობრივი)
ზ) მომწოდებლის თანხმობას წინამდებარე ტენდერის პირობებთან
თ) კომერციული წინადადების გამოგზავნის ვადა: 15 თებერვალი 2024 წ
ი) კომერციული წინადადების მიწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე info@cs.ge
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი შაქარიშვილის ნომერზე: 592444441 ელ-ფოსტა: giorgishaqarishvili@cs.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები