9 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20766 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს თბილისსა და რეგიონებში სასმელი წყლის, ერთჯერადი ჭიქების შეძენა/მიწოდებაზე, ასევე წლის დისპენსერების და ბოცების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე.
ტენდერის პირობები:
- წყლის მოწოდების მოთხოვნა განხორციელდება თვეში ერთხელ ცენტრალიზირებულად მიმწოდებელი მიიღებს ერთ ჯამურ მოთხოვნას;
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ გამოგზავნილი მოთხოვნიდან: თბილისის მასშტაბით: შეკვეთიდან არაუგვიანეს 3 (ხუთი) სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონების მასშტაბით: შეკვეთიდან არაუგვიანეს 5 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში;
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართებზე;
- მომწოდებელი ვალდებულია კონტრაქტის გაფორმებიდან სს „სილქ ბანკ“-ის ოფისს მიაწოდოს მოთხოვნილი ახალი დისპენსერები შეთანხმებულ ვადაში, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ კი უკან წაიღოს თავისი ინვენტარი;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით.
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დანართი N 1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- დანართი N2 შევსებული ფასების ცხრილი;
- არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი;
- მომსახურე ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2021 - 01/01/2024 პერიოდზე
- კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია).
შემოთავაზებების მიღების წესი:
შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 9 თებერვალს 18:00 საათამდე, ხოლო შემოთავაზების ელექტრონული ვერსია 12 თებერვალს შემდეგ მისამართზე procurement@silkbank.ge
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2
წინადადების მიღების ბოლო ვადა: 09.02.2024 18:00 საათი
დამატებითი მოთხოვნები:
გთხოვთ წარმოდგენილ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა.
თანდართული დოკუმენტაცია :
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
- დანართი N2 – ფასების ცხრილი
- დანართი N 3 - ფილიალების მისამარეთები
- დანართი N 4 - ფილტრაციის დისპენსერი
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხვები გაგზავნოთ მისამართზე: procurement@silkbank.ge
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი:
შალვა ლეჟავა
ტელ : 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი :
ელენე მუსხელიშვილი
ტელ : 558750055
ტენდერის კატეგორია:
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 41100000 ბუნებრივი წყალი
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები