ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20782 - ტენდერი საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსსილქნეტი აცხადებს ტენდერს საკურიერო მომსახურების  შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, რომელშიც დეტალურად არის განმარტებული განსახორციელებელი მომსახურება.

ტენდერში
მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ- ჩათვლით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: . თბილისი, ჰეიდარ ალიევის #7. 

საკორიერო მომსახურების  შესყიდვა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში სილქნეტის მოთხოვნის შესაბამისად .

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერის # 2024/ 2
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება

2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით

განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში  

10 საათიდან 18 საათამდე


ტენდერში
მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ

მოთხოვნაწარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.

სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გვანცა მამალაძე
ტელეფონი: +995 577 55 52 36
E-mail: gmamaladze@silknet.com tenders@silknet.com
მისამართი: ჰ. ალიევის სანაპირო # 7

ტენდერის კატეგორია:

  • 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები