ჩაბარების ვადა:
16 თებერვალი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20792 - ფასთა გამოკითხვა კირქვის გამოსაწვავი ღუმელის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას კირქვის გამოსაწვავი ღუმელის შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი - კირქვის გამოსაწვავი ღუმელი
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 16.02.2024, 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული, ინგლისური ან რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მითითებული მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- მოწოდების ვადები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე : procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
LPirveli@richmetalsgroup.com
+995 579 552 051
ივან სობოლევი
ISobolev@richmetalsgroup.com
ტელ: +995 591 98 26 56
ტენდერის კატეგორია:
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
დოკუმენტაცია
Annex №2 – Terms of Reference
Annex №2 – Terms of Reference
Price inquiry for the purchase of a Lime-Burning Kiln
Price inquiry for the purchase of a Lime-Burning Kiln
Опрос цен на поставку печи для обжига известняка
Опрос цен на поставку печи для обжига известняка
Приложение № 2- ТЗ
Приложение № 2- ТЗ
დანართი № 2 - ტექნიკური დავალება
დანართი № 2 - ტექნიკური დავალება
ფასთა გამოკითხვა კირქვის გამოსაწვავი ღუმელის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვა კირქვის გამოსაწვავი ღუმელის შესყიდვაზე
ყველას ჩამოტვირთვა