10 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20964 - ტენდერი პერსონალისთვის სპეციალური ტანსაცმლის შეკვეთაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს პერსონალისთვის სპეციალური ტანსაცმლის შეკვეთა ლუკოილ ჯგუფის ორგანიზაციების ბენზინგასამართი სადგურების პერსონალის ბრენდირებული და სპეციალური ტანსაცმლის კატალოგის მიხედვით.
საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო, N11, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ სათაო ოფისი;
ტენდერის პირობები:
1. საერთო დებულებები :
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც შეუძლია შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მიერ შესაძენ სრულ პროდუქციაზე წვდომა, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება.
- შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ პირობები ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის:
- გადახდის ვადა (კონსიგნაცია) 30 სამუშაო დღე;
2. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მომსახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებების შესახებ გამოცდილება;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
სატენდერო წინადადება:
ტენდერში მონაწილის კომერციული შეთავაზება, პროდუქციის ფასი პროდუქციის ტრანსპორტირებასთან ერთად უნდა წარმოადგენდეს, დღგ-ს ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაში.
3. სატენდერო პროცედურებები:
ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით.
- სრული დოკუმენტაცია გამოგეგზავნებათ ტენდერში მონაწილეობის შესახებ მიღებული განაცხადისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმნტაციის განხილვის შემდეგ.
- ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მარტი 18:00 საათი, ზემოთ მითითებულ მისამართზე. განაცხადთან ერთად აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული საკვალიფიკაციო კითხვარი.
- სატენდერო წინადადებებისა და სპეციალური ტანსაცმლის შესაბამისი ნიმუშების მიღების/წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მარტი 18:00 საათი, ზემოთ მითითებულ მისამართზე.
- ტენდერის პირველი ეტაპი (წარმოდგენილი ტექნიკური მასალის შეფასება) გაიმართება 2024 წლის 22 მარტს 12:00 საათზე.
- ტენდერის მეორე ეტაპი (კომერციული ნაწილი - ვაჭრობა) გაიმართება 2024 წლის 22 მარტს 15:00 საათზე, ზემოთ მითითებულ მისამართზე. სატენდერო წინადადებების კონვერტების გახსნის პროცესში რეგისტრირებული აპლიკანტების წარმომადგენლების მონაწილეობა სავალდებულოა.
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორებები განხორციელდება კონტრაქტორის ანგარიშზე საბანკო გადარიცხვით.
- სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის მეორე ეტაპის ჩატარების თარიღიდან არანაკლებ 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
- სატენდერო წინადადებები წარმოადგინეთ ქართულ ან რუსულ ენებზე.
- ტენდერში გამარჯვებულმა საქონელი, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიაწოდოს მისამართზე: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო, N11, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ სათაო ოფისი.
- ფორმა - "განაცხადი ტენდერში მონაწილეობისთვის", ასევე სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მოწვევაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
განსაკუთრებული პირობები:
- ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
- გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 20 კალენდარულ დღისა ღია ვაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან.
- თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.
- წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია აუცილებლობის შემთხვევაში. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
- კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილის მიერ, იმისდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.
- კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა: 10.03.2024 18:00 საათი
საკონტაქტო ინფორმაცია:
infogeorgia@eu.lukoil.com
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება