ჩაბარების ვადა:
        
    10 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT20966 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ქარხანაში თბომავლების სერვისზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 მარტი 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას რუსთავის ქარხანაში თბომავლების სერვისზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- რუსთავის ქარხანაში არსებულ 2 თბომავლის სერვისი;
 - თბომავლები საჭიროა შენარჩუნდეს მუშა მდგომარეობაში;
 - კომპანია ვალდებული იქნება დაათვალიეროს თბომავლები რეგულარულად და შეატყობინოს ყველა დაზიანება ჰაიდელბერცემენტის ინჟინერ ტექნიკურ პერსონალს;
 - კომპანია ვალდებული იქნება შეადგინოს თბომავლის გამართულად მუშაობისთვის საჭირო მასალების სია;
 - კომპანია მზად უნდა იყოს ქარხანაში ავარიის შემთხვევაში არასამუშაო საათებში გამოძახებისთვის ან ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის;
 - მუშა პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
 
გთხოვთ ფასი დააფიქსიროთ შემდეგი პირობებით:
- ფასი საჭიროა დაფიქსირდეს ერთი თბომავლის სერვისზე ერთი თვის განმავლობაში;
 - ფასი საჭიროა დაფიქსირდეს ლარში დღგ-ს გარეშე.
 
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მსგავს სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მისამართზე Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 10.03.2024-სა
- კომპანიის აღწერა/პრეზენტაცია;
 - თუ გითანამშრომლიათ სხვა დიდ კომპანიებთან მათი ჩამონათვალი;
 - თქვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული ამწე კრანის სურათები.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართეთ:
Email: Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge
555 43 11 91
ტენდერის კატეგორია:
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება
 - 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის