ჩაბარების ვადა:
22 თებერვალი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T20975 - ტენდერი Dark Fiber-ის და ინტერნეტ მომსახურების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204 396 377) აცხადებს ტენდერს Dark Fiber-ის და ინტერნეტ მომსახურების შესყიდვაზე.
დართულია ფაილი ტექნიკური მონაცემებით.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამური ფასი;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. datasheet ფაილები;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
- გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში) (დანართი 1)
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
დავალებათა აღწერილობა:
- შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია ექსელის ფაილში, დანართი 1-ში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდეტი უნდა ფლობდეს ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას და მსხვილ ქსელს. პრობლემური საკითხის წამოჭრის შემთხვევაში უნდა შეძლოს ოპერატიულად პრობლემის აღმოფხვრა (მონაწილე კომპანიის სპეციალისტების ჩართულობა 24 საათის განმავლობაში)
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰქონდეს მრავალ არხიანი ქოლცენტრი, საიდანაც კომპანიისთვის გამოყოფილი იქნება ხელმისაწვდომი 24/7 პერსონალური მენეჯერი.
- პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 10 (ათი) წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ხუთი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულებისგაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია:
- დანართი 1: გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში);
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
- დანართი 3: ფასების ცხრილი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 22 თებერვლის 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
+995 577 331197
ტენდერის კატეგორია:
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 72400000 ინტერნეტმომსახურებები
- 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები