ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20992 - ტენდერი შენობა-ნაგებობის გარე სისტემების მოწყობაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 7 მარტი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯეო-ჯიფსუმ“ აცხადებს ტენდერს შენობა-ნაგებობის გარე სისტემების მოწყობაზე, კერძოდ: სახანძრო, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები ( #16/02-S-Kazbegi47/OutNetw-24).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1) .

ობიექტის მდებარეობა: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2.

კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალ.ყაზბეგის გამზირი N47-ში მდებარე შენობა-ნაგებობის გარე სისტემების მოწყობა“ და ნომერი #16/02-S-Kazbegi47/OutNetw-24.

შეთავაზების ვალუტა: ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით).

პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. კონვერტზე ასევე მიუთითეთ ადრესატი: ავთანდილ მანჯავიძე, ტელ: 595711272

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 7 მარტი, 2024 წლის, 17:00 სთ;

ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:

შალვა მჭედლიძე 
ტელ: 577 59 59 38

ტენდერის კატეგორია:

  • 39300000 სხვადასხვა სახის მოწყობილობები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები