ჩაბარების ვადა:

10 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21117 - ტენდერი Backup Storage-ის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან Backup Storage.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც წარმოდგენილი ფასები  უნდა იყოს მითითებული ლარში  დღგ-ს ჩათვლით.

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ  მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2024 წლის 10 მარტის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 10 მარტის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება)

სარეზერვო ასლების შემნახველი სპეციალიზირებული მოწყობილობა:

  • პროდუქტი: სარეზერვო ასლების შემნახველი სპეციალიზირებული მოწყობილობა;
  • მწარმოებელი კომპანია: HPE ან Dell;
  • ფორმ ფაქტორი: Rack Mountable, სასერვერო კარადაში სამონტაჟო ყველა აქსესუარით კომპლექტში;
  • გამოყენებადი მოცულობა: მინიმუმ 32TB RAID-6 დაცვით, მინიმუმ 170TB-მდე გაფართოების შესაძლებლობით;
  • Front-End პორტები: მინ. 4 ცალი 10Gb Ethernet SFP+ პორტი, შესაბამისი ტრანსივერებით;
  • გამტარობის მაქსიმალური სიჩქარე: HPE StoreOnce Catalyst-ის ან Dell DD Boost-ის გამოყენებით:მინიმუმ 25 TB/საათში;
  • თავსებადობა: Veeam Backup And Replication, VMware vSphere, Microsoft Windows;
  • კვება და გაგრილება: სრულად დუბლირებული კომპონენტები;
  • გარანტია: მწარმოებლის მინიმუმ 3 წლიანი გარანტია და 24x7 მხარდაჭერის სერვისი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მწარმოებლების ავტორიზაციის ფორმა ( ე.წ. MAF - Manufacturer Authorization Form);
  • შემოთავაზებული ტექნიკა უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს მოხსნილი წარმოებიდან;
  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მოწყობილობის ფიზიკური მონტაჟი, დაკაბელება, Start-Up, ტესტირება და სამუშაო გარემოში გაშვება;
  • მისაწოდებელი აპარატურის მახასიათებლები უნდა იყოს მინიმუმ მოთხოვნილი მახასიათებლებისა;
  • პროდუქტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 70დღეში.

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; 
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ამირანი ჯინიუზაშვილი
ტელეფონი: +995 577 41 79 67
E-mail: Amirani.jiniuzashvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები