ჩაბარების ვადა:
11 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21122 - ტენდერი მარკეტინგული ინვენტარის სატრასნსპორტო და აღრიცხვის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #- EF-GE/674
- დანიშნულება: მარკეტინგული ინვენტარის სატრასნსპორტო და აღრიცხვის მომსახურების შესყიდვა.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი მომსახურების აღწერილობით;
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
- წლის განმავლობაში, მომწოდებელს გაეგზავნება შეკვეთები, მარკეტინგის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად.
- მომწოდებელი ვალდებულია, გააკეთოს იმ ინვენტარის აღრიცხვა, რომლის ტრანსპოტირებასაც ახდენს, ხოლო ტრანსპორტირების დასრულებისას წარუდგინოს რეპორტი შემკვეთის მიერ გამოყოფილ შესაბამის პირს შეთანხმებული ფორმატით.
- მომწოდებელი ვალდებულია შემკვეთთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში შეასრულოს ტრანსპორტიების ან/და მასთან თანმდევი მომსახურება.
- სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
- გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
- გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურები მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მიღება-ჩაბარება გაფორმდება ყოველი თვის ბოლოს, გაწეული მომსახურებების საფუძველზე.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
ტენდერის ვადები:
შემოთავაზების მიღება იწყება 28.02.2024 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 11.03.2024 - 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები