ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2024, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21152 - ტენდერი კორპუსების ქვაბულის სივრცეების ბალასტით შევსების სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაემატა დოკუმენტი: დანართი

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ემკვადრატის პარკი IV" აცხადებს ტენდერს მარშალ გელოვანის N1 , ჰაილაითებზე 11-12 კორპუსების ქვაბულის სივრცეების ბალასტით შევსების სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ჰაილაითებზე XI-XII კორპუსებზე შესავსები არის მოჭრილი ქვაბულის სივრცეები ბალასტით
  • საორიენტაციო მოცულობა - 17 000 მ3
  • ბალასტის მიწოდება უნდა განხორციელდეს უშუალოდ შემსრულებლის მიერ.
  • ბალასტის ჩაყრა უნდა მოხდეს სპეც-ტექნიკა/ მანქანა-დანადგარების გამოყენებით, რომელიც ასევე უნდა უზრუნველყოს შემსრულებელმა.
  • უკუჩაყრის სამუშაოები ჩატარდება ეტაპობრივად დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, დამკვეთის კონკრეტული მოთხოვნიდან/დაკვეთიდან არაუგვიანეს 2-3 დღის ვადაში.

შენიშვნა

წინადადებების წარმოდგენამდე დაინტერესებულმა კომპანიამ სასურველია ადგილზე მოახდინოს ობიექტისდათვალიერება. ვიზიტის დაგეგმვის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტენდერში მითითებულნომერზე. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა ტენდერზე თანდარათული ფორმით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია გადახდის პირობის შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია საბანკო საავანსო გარანტიის წარდგენა;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

მომსახურების/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

სამუშაოები უნდა განხორციელდეს თბილისში, მარშალ გელოვანის N1, ში.

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადა.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

გარდა ამისა პორტფელიოს, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთებითა და შესრულებული სამუშაოების ინფორმაციის მითითებით.

ანგარიშსწორების პირობები: 

  • ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთშეთანხმებით, პრეტენდენტმა თავად უნდა წარმოადგინოს მისთვის მისაღებია ანგარიშსწორების პირობა.
  • საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს საავანსო გარანტია. 

ხელშეკრულების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების და გამარჯვებულ კომპანიასთან შეთანხმებული კომერციული პირობების შესაბამისად.

სხვა მოთხოვნა:

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
  • „შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვები უნდა იქნეს გამოგზავნილი სატენდერო
  • საიტზე არსებულ შეკითხვების მოდულში. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

შენიშვნა: თუ წინამდებარე მოწვევა გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით მონაწილე კომპანიასთან, მონაწილემ, მისი კონკურსში მონაწილეობის შესახებ თანხმობა და წინამდებარე დოკუმენტის გაცნობის დასტური უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024წლის, 7 მარტი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შესყიდვების წარმომადგენელი:

ბექა ჟღენტი
მობ: 599 260 007
ელ. ფოსტა: BJGENTI@M2.GE

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 თებერვალი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა