ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T21318 - ტენდერი საოფისე სავარძლების/სკამების და მეტალის კარადების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საოფისე სავარძლების/სკამების და მეტალის კარადების შესყიდვაზე.

საოფისე სავარძლების და სკამების, აგრეთვე მეტალის კარადების შესყიდვა ორ ლოტად ფასების ცხრილის და სპეციფიკაციების (დანართი #1) და ფოტო 1, ფოტო 2, ფოტო 3, ფოტო 4, ფოტო 5, ფოტო 6-ის შესაბამისად;

  • პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ლოტშიც;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი #12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სასაწყობე ფართი;

შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 მარტი, 17:00 საათი;

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადაგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე:tendercommittee@lb.ge

აღნიშნული მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დოკუმენტაცია

დანართი #1 (ფასების ცხრილი სავარძლები, რკინის კარადები) დანართი #1 (ფასების ცხრილი სავარძლები, რკინის კარადები)
დანართი #2 (ხელშეკრულების შაბლონი) დანართი #2 (ხელშეკრულების შაბლონი)
სატენდერო განცხადება -სავარძლები და სკამები, მეტალის კარადები სატენდერო განცხადება -სავარძლები და სკამები, მეტალის კარადები
ფოტო 1 (სავარძელი თავის მისადებიანი) ფოტო 1 (სავარძელი თავის მისადებიანი)
ფოტო 2 ( სავარძელი თანამშრომლის დაბალზურგიანი) ფოტო 2 ( სავარძელი თანამშრომლის დაბალზურგიანი)
ფოტო 3 (სავარძელი თანამშრომლის მაღალზურგიანი) ფოტო 3 (სავარძელი თანამშრომლის მაღალზურგიანი)
ფოტო 4 (რბილი სავარძელი) ფოტო 4 (რბილი სავარძელი)
ფოტო 5 (მითერის სკამი) ფოტო 5 (მითერის სკამი)
ფოტო 6 (რკინის კარადა) ფოტო 6 (რკინის კარადა)
ყველას ჩამოტვირთვა